რა არის „Bildungsurlaub“?

გოგა ასკურავას ენების ცენტრი გთავაზობთ სპეციალურ კურსს „Bildungsurlaub“-ის ფარგლებში, რომელიც დაგეხმარებათ უკეთ შეისწავლოთ და პრაქტიკულად გამოიყენოთ რუსული ენა. ცენტრში ხელმისაწვდომია როგორც ერთკვირიანი, ასევე ორკვირიანი კურსი, რაც დამსაქმებლის მოთხოვნებზე უკეთ მორგების შესაძლებლობას იძლევა.

რა არის „Bildungsurlaub“?

„Bildungsurlaub“-ის უფლება გერმანიაში დასაქმებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს დაესწრონ სპეციალურ კურსებს სამუშაო დროის განმავლობაში. იმისათვის, რომ დასაქმებულ პირს ჰქონდეს ამ სასწავლო შვებულებით სარგებლობის უფლება, მან უნდა აირჩიოს აპრობირებული საგანმანათლებლო დაწესებულება.

გერმანიაში დასაქმებულ ყველა პირს, რომელიც მოცემულ ორგანიზაციაში, სულ მცირე, ექვსი თვის განმავლობაში მუშაობს, აქვს Bildungsurlaub-ით, ანუ სასწავლო შვებულებით სარგებლობის უფლება; გამონაკლისია ბადენ-ვიურტემბერგი და ზაარლანდი, სადაც აღნიშნული უფლებით სარგებლობისთვის აუცილებელია დასაქმებული მუშაობდეს, სულ მცირე, 12 თვის განმავლობაში.

Bildungsurlaub ნიშნავს „სასწავლო შვებულებას“, რაც იმას გულისხმობს, რომ დასაქმებულს უფლება აქვს გამოიყენოს სამუშაო დრო პროფესიული განვითარების კურსებზე, მაგ. უცხო ენების ან პოლიტიკურ სემინარებზე და სხვ. დასწრების მიზნით … ამ პროგრამის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ სპეციალურ კურსზე დასწრების პერიოდში დამსაქმებელი გიხდით ხელფასს! შესაბამისად, არ გჭირდებათ შვებულების დღეების გამოყენება იმისათვის, რომ დაიწყოთ ახალი ენის შესწავლა: რეალურად, შეგიძლიათ როგორც Bildungsurlaub-ით გათვალისწინებული სასწავლო შვებულებით, ასევე კუთვნილი შვებულების დღეებით სარგებლობა.

ზოგადი და საკომუნიკაციო რუსული ენა

ცენტრი გთავაზობთ 30 საკონტაქტო სასწავლო საათს კვირაში. გაკვეთილებზე ვიყენებთ სახელმძღვანელოებს და საპროექტო საკლასო მუშაობას, რათა ჩვენმა სტუდენტებმა შეძლონ ზოგადი და საკომუნიკაციო რუსული ენის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.