კურსის აღწერა

ქართული ენა მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი და უხვ სიტყვათა მარაგიანი ენაა. საქართველოსა თუ საზღვარგარეთ მცხოვრები უამრავი უცხოელი გამოთქვამს სურვილს ისწავლოს ჩვენი ენა და ალაპარაკდეს ქართულად.

სწორედ ამიტომ, ჩვენი კურსი განკუთვნილია ნებისმიერი ასაკის უცხოელი პირისთვის. კურსის დახმარებით ყველა მსურველს შეუძლია დაეუფლოს ქართული ენის სასურველ დონეს.

კურსი მოიცავს გრამატიკის თეორიულ და პრაქტიკაში განხილულ მასალებს, უხვ სიტყვათა მარაგს თითოეული მათგანის ახსნითა და სიტუაციური მაგალითებით.

კურსის უპირატესობა ის უამრავი ქართულენოვანი  ვიდეო მასალაა, რომელიც ამარტივებს სწავლის პროცესს და სტუდენტს საშუალებას აძლევს, მაქსიმალურად მოირგოს საკუთარ თავზე, ქართული ენისთვის დამახასიათებელი თავისებურებები.

თქვენ უკვე იცით, რომ ეროვნული ღირებულებები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ სასწავლო მასალაში შეტანილია ისეთი ფრაგმენტები, მულტფილმებისა თუ დოკუმენტური ფილმების სახით, რომელიც მარტივად და ნათლად წარმოაჩენს საქართველოს ისტორიისა და კულტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს.

ქართული ენის კურსი დაყოფილია ექვს დონიან მასალათა კრებულად: A(A1-A2)-ელემენტარული, ე.წ basic ცოდნა; B(B1-B2)-ენის დამოუკიდებლად ფლობა, რაც მოიაზრებს გამართულად წერას, კითხვასა და საუბარს; C(C1-C2)-ქართული ენის თავისუფლად ფლობა, რაც ქართულ ენაზე აზროვნების შესაძლებლობას გულისხმობს.

A1-ელემენტარული დონე

  • ენის ამ დონეზე, სტუდენტი ფლობს მარტივ საკომუნიკაციო სიტყვებსა და ფრაზებს, აქვს შესაძლებლობა მარტივ დიალოგებში ჩაერთოს.

 

A2-ენის ცოდნის საფუძველი

  • აღნიშნული დონის სტუდენტები ფლობენ გაცილებით მეტ სიტყვათა მარაგს და ამ დონეზე შეისწავლიან გრამატიკის საფუძვლებს, რაც ხელს უწყობთ  გამართულად, გრამატიკული შეცდომების გარეშე საუბარში. მეტად ამუშავებენ კითხვით უნარებს და შეუძლიათ გამართულად წერა – კითხვა.

 

B1/B2-ენის ფლობა საშუალოზე მაღალ დონეზე

  • აღნიშნულ დონეებზე  სტუდენტს აქვს საკმარისი ცოდნა, მარტივად ჩაერთოს არა ყოველდღიურ დიალოგებში, არამედ განიხილოს რაიმე კონკრეტული საკითხი და ჩაერთოს დისკურსიაში. კარგად ფლობს გრამატიკულ ელემენტებს და საკმაოდ მაღალ დონეზე აქვს ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი იდიომებისა თუ თავისებურებების შესახებ ცოდნა. შეუძლია მარტივად შევიდეს კომუნიკაციაში დიდ აუდიტორიასთან და პირობითად ჩაატაროს პრეზენტაციაც კი.

 

C1/C2-პროფესიონალური დონე

  • ენის ფლობის აღნიშნული დონეები მოიაზრებს პროფესიონალური და სრულყოფილ ცოდნას, როგორც მეტყველების, ისე წერა-კითხვის მხრივ. სტუდენტს შეუძლია დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად დაძლიოს საუბრისას არსებული დაბრკოლებები და რაც ყველაზე მთავარია, ამ ეტაპზე სტუდენტი იწყებს ქართულად აზროვნების უნარის განვითარებას.

 

3 მიზეზი, რატომ უნდა ისწავლოთ ქართული ენა

თუ ახალი გამოწვევები და სიახლეებთან შეჭიდება სიამოვნებას განიჭებთ, ქართული ენის კურსი სწორედ თქვენთვისაა. უამრავი მიზეზი შეიძლება მოიძებნოს, რომელთა გამოც ქართული ენის შესწავლა განსაკუთრებულ უნარებს შეგძენთ, მაგრამ ამ ეტაპზე გიზიარებთ 3 უმნიშვნელოვანეს მიზეზს

  • ქართული ანბანი მსოფლიოს უძველეს უნიკალურ ანბანთა შორის ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ანბანია. თანამედროვე ქართულში 33 ასო-ბგერაა. აქედან  5 ხმოვანი და 28 თანხმოვანია. ყოველ ფონემას თავისი შესატყვისი გრაფემა აქვს.
  • სხვა ენებისგან განსხვავებით, ქართულში არ გვაქვს დიდი და პატარა ასოები და ვწერთ ზუსტად ისე, როგორც ვსაუბრობთ.
  • ქართულ ანბანს უნიკალურს ხდის, ერთმანეთისგან განსხვავებული სამი ტიპის მოხაზულობა: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული.

14 აპრილს ქართული ენის დღე აღინიშნება!

თქვენს მიერ შერჩეული კურსის სილაბუსის მისაღებად, მოგვწერეთ საინფორმაციო არხების საშუალებით.