კურსის აღწერა

თუ თქვენი გრამატიკული ან ლექსიკური საბაზისო დონე საკმაოდ კარგია, მაგრამ ვერ საუბრობთ გამართულად და კომპლექსების გარეშე, ან თუნდაც არ გაქვთ საბაზისო ცოდნა და გსურთ გამართულად, კომპლექსების გარეშე ისაუბროთ რუსულ ენაზე, ჩვენი სწავლების მეთოდოლოგია ნებისმიერ შემთხვევაში დაგეხმარებათ უმოკლეს დროში მიიღოთ სასურველი შედეგი.

ჩვენს კურსზე სწავლებისას, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საკომუნიკაციო უნარების განვითარებას, რაც იმთავითვე ხელს უწყობს როგორც რუსულ ენაზე მარტივად და თავდაჯერებულად ამეტყველებას, ისე სხვა საჭირო უნარ-ჩვევების, როგორიცაა სმენა, კითხვა და წერის განვითარებას.

კურსები იგეგმება თქვენი საჭიროებების მიხედვით და გრაფიკი იგეგმება თქვენთან ინდივიდუალური გასაუბრების საფუძველზე.

იმ ქართველი სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ დდაეუფლონ რუსულ ენას, შემოთავაზებული გვაქვს რუსული ენის შემსწავლელი კურსი თანმიმდევრული, სინქრონული თარგმანის ტექნიკით, რაც საშუალებას გაძლევთ დაზეპირებიის გარეშე გააზრებულად შეისწავლოთ ენა.

თუ გეგმავთ თქვენი საქმიანობა გაიტანოთ საზღვარგარეთის  ბაზარზე და გსურთ ახალი კადრის მოძიებაში დროისა და ფინანსური დანახარჯის დაზოგვა, ჩვენი კორპორატიული შეთავაზება თქვენთვისაა.

საშუალებას გაძლევთ თქვენთვის სასურრველი გრაფიკით, ადგილზე ან ონლაინ შეასწავლოთ ან გააუმჯობესებინოთ თქვენს თანამმშრომლებს რუსული ენის დონე, რაც საგრძნობლად დაგიზოგავთ დროსა და ფინანსებს

 

A1-ენის გასაღები

  • ТЭУ-რუსული ენის განმსაზღვრელი უფასო ტესტირება. აღნიშნულ დონეზე შეგიძლიათ კურსის შესწავლა დაიწყოთ 0-დან, ყოველგვარი ტესტის გარეშეც, ინდივიდუალური გასაუბრების საფუძველზე.

A2-ენის საფუძველი

  • ТБУ-რუსული ენის საბაზისო ცოდნის გამოსავლენი უფასო ტესტი. აღნიშნულ დონეზე თქვენ იმდიდრებთ ლექსიკურ მარაგს, რათა შეძლოთ მარტივ თემებზე დამოუკიდებლად საუბარი.

B1-ზღვრული დონე

  • ТРКИ-1-ენის დონის განმსაზღვრელი უფასო ტესტი. (სერტიფიკაციის პირველი დონე ) აღნიშნული დონის კურსის დასრულების შემდეგ, მარტივად შეძლებთ გამართულად ისაუბროთ ზოგად საკითხებზე, როგორიცაა პოლიტიკა, სოციოლოგია, მიმდინარე პროცესების განხილვა და სხვა.

B2-ზღვრული განვითარებული დონე

  • ТРКИ-2-ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი უფასო ტესტი. (სერტიფიკაციის მეორე დონე). აღნიშნული დონის გავლის შემდეგ, თქვენი გრამატიკული და ლექსიკური ცოდნა მოგცემთ ნებისმიერ თემაზე დამოუკიდებლად საუბრის შესაძლებლობას.

C1-C2 -პროფესიონალური დონე

  • მიღება ხდება დონის განმსაზღვრელი ტესტის საფუძველზე. გაიცემა მესამე და მეოთხე დონის სერტიფიკატები. აღნიშნული დონის კურსების გავლის შემდგომ თქვენ შეძლებთ უხარვეზოდ, უხარვეზოდ  საუბარს რუსულ ენაზე.

თქვენს მიერ შერჩეული კურსის სილაბუსის მისაღებად, მოგვწერეთ საინფორმაციო არხების საშუალებით.