interpreter

იხელმძღვანელეთ 5 „ოქროს“ წესით

1. ენის ბრწყინვალედ ცოდნის გარდა სინქრონისტის სამუშაო მოითხოვს მრავალწლიან პრაქტიკულ გამოცდილებას. თანამედროვე სამყაროში მარტივად შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რამდენად მოთხოვნადია თარჯიმანი (გამოიყენეთ: Facebook, YouTube, Instagram);
2. პროფესიონალ სინქრონისტს უწევს მუშაობა სხვადასხვა სფეროში, ამიტომ მას უხდება შესაბამისი ტერმინოლოგიების შესწავლა და საფუძვლიანი მომზადება;
3. თარჯიმან-სინქრონისტს უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული ფსიქო-ფიზიკური პარამეტრები; შეეძლოს სტრესთან გამკლავება. მის განსაკუთრებულ თავისებურებას წარმოადგენს პარალელურად მოსმენისა და თარგმნის უნარი;
4. თარჯიმან-სინქრონისტი აუცილებელია იყოს მაღალი ინტელექტის მქონე პიროვნება. სრულყოფილად უნდა ფლობდეს როგორც მშობლიურ, ისე უცხო ენას/ენებს;
5. თარჯიმან-სინქრონისტისთვის აუცილებელია კარგი მეხსიერება, მაღალი ლინგვისტური შესაძლებლობები, ყურადღების კონცენტრაცია და სწორად განაწილება, სწრაფი რეაქცია, ფიზიკური ამტანობა, კარგი სმენა, მხედველობა, გამართული დიქცია.
დაფიქრდით! პროფესიონალი თარჯიმან-სინქრონისტის მოძიება დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს!
დაზოგეთ დრო და მიანდეთ საქმე პროფესიონალებს!
თქვენ სწორედ ახლა იმყოფებით იმ კომპანიის ვებ-გვერდზე, რომელიც უზრუნველყოფს ნებისმიერი სირთულის ღონისძიებას პროფესიონალი თარჯიმნებით!
და ბოლოს, მთავარი და ყველა დროის უმნიშვნელოვანესი „ოქროს“ წესი:
დრო – ფულია!

FACEBOOK კომენტარები