კომპანია ოპერირებს განათლებისა და ბიზნეს საქმინობის სფეროში, რაც მოიცავს ბიზნესისა და განათლების სფეროსთვის საჭირო აქტივობებისა თუ კონფერენციების, როგორც ინტელექტულურ, ისე ტექნიკურ უზრუნველყოფას.
ჩვენი გუნდისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მომხმარებელს შევთავაზოთ ნდობასა და პროფესიონალიზმზე დაფუძნებული საქმიანი ურთიერთობა, რათა სამომავლო საჭიროებისას, მათთვის საიმედო პარტნიორები ვიყოთ.
ასევე უმნიშვნელოვანესია, მომხმარებლებს შევთავაზოთ მუდმივად განვითარებადი და სიახლეებით სავსე მომსახურებები, სწორედ ამ პრინციპის ერთგულების გამო, ჩვენ არ გვყავს უკმაყოფილო მომხმარებლები.
- ჩვენთვის საქმიანობის დასაწყისიდანვე მნიშვნელოვანი იყო, შეგვემუშავებინა სწავლების განსაკუთრებული მეთოდი, სწორედ ამიტომ, დღემდე მოქმედმა თარჯიმან სინქრონისტმა გოგა ასკურავამ 1995 წელს დააფუძნა კომპანია და მას შემდეგ, ვცდილობთ ყველა მსურველს მივცეთ სიახლეების გაცნობისა და შესწავლის თანაბარი შანსი და შესაძლებლობა.
- კომპანია დაფუძნების დღიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე. მოთხოვნიდან გამომდინარე, დაგვემატა წერილობითი და ზეპირი თარგმანის მომსახურება და 2003 წელს დაფუძნდა ენების შემსწავლელი ცენტრი.
- თავად გოგა ასკურავასა და კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ქართული ეროვნული ინტერესების დაცვა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მოვლენების გაშუქებისას გოგა ასკურავა თანმიმდევრულ და სინქრონულ თარგმანს უზრუნველყოფდა.
- 2003 წლიდან დღემდე, ჩვენი თანმიმდევრული და სინქრონული მეთოდით თარგმნის მომსახურებით აქტიურად სარგებლობს, როგორც სახელმწიფო დაწესებულებები, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები. აქტიურად ვმონაწილეობთ საერთაშორისო ფორუმებსა და პროექტებში, ისეთი ორგანიზაციების ხელმძღვანელობით, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, გამოძიების ფედერალური ბიურო, ევროკავშირი და სხვა.
- კომპანიას, ადგილობრივ და საერთაშორისო ტელეკომპანიებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და პირდაპირი ეთერისას, თავად გოგა ასკურავა, თავის კოლეგებთან ერთად უზრუნველყოფს თანმიმდევრულ თარგმანს სინქრონულ რეჟიმში.
- ჩვენი გუნდის საერთაშორისო წარმატება წლების განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს, რაც ჩვენი მუშაობის ხარისხსა და უნიკალურობაზე მეტყველებს – 2010 წელს, უდიდესი კონკურენციის ფარგლებში, ჩვენი ცენტრი იგებს TAIEX/IBF-ის ტენდერს. 2014 წელს კომპანია ხდება ჩინეთის უმსხვილესი სინქრონული თარგმნისა და გახმოვანების აპარატურის მწარმოებელი კორპორაციის – GONSIN Conference Equipment Co – პარტნიორი.
- 2016-2017 წლებში, კომპანია საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC), საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა (GEA) და კომპანია CSR-ის რიგებს უერთდება.
- უდიდესი ცოდნის, მიზანდასახულობისა და დაუღალავი მუშაობის შედეგად, 2017 წელს შეიქმნა გოგა ასკურავას ჰოლდინგი, რომელშიც 5 წამყვანი კომპანია გაერთიანდა.