ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ესუ) წარმოადგენს ერთ–ერთ წამყვან სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრს არა მხოლოდ სომხეთში, არამედ მთელ კავკასიის რეგიონში. ესუ–ს რომაულ–გერმანული ფილოლოგიის ფაკულტეტის თარგმანის თეორიისა და პრაქტიკის კათედრის ინიციატივით 12 ოქტომბერს ესუ–ს კულტურის ცენტრში ორგანიზებულ იქნა უდიდესი სომეხი მთარგმნელთათვის მიძღვნილი ღონისძიება. ამ დღესთან დაკავშირებით 13 ოქტომბერს თარგმანის თეორიისა და პრაქტიკის კათედრის ხელმძღვანელის, რუზანა კაზარიანის ინიციატივით სტუდენტებისთვის მასტერკლასის ჩასატარებლად მიწვეულ იქნა “GAI Holding”-ის დამფუძნებელი ბ-ნი გოგა ასკურავა. ქ-მა რუზანამ აღნიშნა: „ ჩვენი ინიციატივით, ლექცია ჩაატარა საქართველოდან მოწვეულმა სტუმარმა, ბ-მა გოგა ასკურავამ, რომელიც სინქრონული სკოლის დამფუძნებელია და სადაც თანამედროვე მიდგომებით, თარჯიმან-სინქრონისტები მზადდებიან. ჩვენი სტუმრები სერიოზული ფორმატით იყვნენ წარმოდგენილნი. შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ ჩვენი სტუდენტებისგან დიდი დაინტერესება გამოიკვეთა, რაც სამომავლო თანამშრომლობის საწინდარია“. ბ-მა გოგა ასკურავამ სტუდენტებს გაუზიარა ის გამოცდილება და გამოწვევები, რომელიც თარჯიმან-სინქრონისტად ფორმირების პროცესში მათ შეხვდებათ. განუმარტა, თუ რა არის პროფესია თარჯიმან-სინქრონისტი, რამდენ ძალისხმევას და შრომას მოითხოვს ეს პროფესია იმისათვის, რომ გახდე „A“ კლასის თარჯიმანი.
FACEBOOK კომენტარები