რატომ უნდა გაიაროთ ინგლისური ენის კურსი ჩვენთან? (ამ ინფორმაციას, სხვა ცენტრებში ვერ შეხვდებით)
თუ ჯერ კიდევ თვლით, რომ ენის სრულყოფილად და საფუძვლიანად შესწავლისთვის აუცილებელია საზღვარგარეთ წასვლა, ეს წარმოდგენა დასაწყისშივე უნდა გაგიქარწყლოთ. იმისთვის რომ, უცხო ენა ზედმეტი ფინანსური და დროის რესურსის ხარჯვის გარეშე ისწავლოთ, აუცილებელია თქვენს საჭიროებებზე ზუსტად მორგებული კურსის შერჩევა.
თუ თქვენი გრამატიკული ან ლექსიკური საბაზისო დონე საკმაოდ კარგია, მაგრამ ვერ საუბრობთ გამართულად და კომპლექსების გარეშე, ან თუნდაც არ გაქვთ საბაზისო ცოდნა და გსურთ გამართულად, კომპლექსების გარეშე ისაუბროთ ინგლისურ ენაზე, ჩვენი სწავლების მეთოდოლოგია ნებისმიერ შემთხვევაში დაგეხმარებათ უმოკლეს დროში მიიღოთ სასურველი შედეგი.
ჩვენს კურსზე სწავლებისას, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საკომუნიკაციო უნარების განვითარებას, რაც იმთავითვე ხელს უწყობს, როგორც ინგლისურ ენაზე მარტივად და თავდაჯერებულად ამეტყველებას, ისე სხვა საჭირო უნარ-ჩვევების, როგორიცაა სმენა, კითხვა და წერის განვითარებას.
სწავლების განსაკუთრებული და გამარტივებული მეთოდიკა გულისხმობს, სწავლების პროცესში სინქრონული თარგმანის აპარატურის გამოყენებას, რაც გაძლევთ შესაძლებლობას, ტექსტების დაზეპირების ნაცვლად მომენტალურად თარგმნოთ ისინი.გარდა ამ უნიკალური მეთოდისა, ჩვენი პედაგოგები იყენებენ მთარგმნელ-სინქრონისტ გოგა ასკურავას ხელმძღვანელობით შექმნილ ინგლისური ენის გრამატიკის გამარტივებულ სახელმძღვანელოსა და სამუშაო რვეულს, რაც შედეგის მაქსიმალურად მოკლე დროში მიღწევის საშუალებას გაძლევთ.
თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ინდივიდუალური ან ჯგუფური სწავლების კურსებით. ჩვენთან ზემოთჩამოთვლილი მეთოდების დახმარებით, ინგლისური ენის ერთი დონის სრულფასოვნად შესწავლა 3-დან 6 თვემდე პერიოდში შეგიძლიათ. იმისთვის რომ, მაქსიმალურად დაზოგოთ თქვენი დრო, შესაძლებელია სასწავლო პერიოდის შემცირება ექსპრეს კურსის საფუძველზე, რომლის ხანგრძლივობის განსაზღვრა თქვენი ცოდნის დონესა და მონდომებაზეა დამოკიდებული.