გოგა ასკურავას ცენტრი, პირადად ჩემთვის, ერთ-ერთი საუკეთესო ენის შემსწავლელი ცენტრია, სადაც კი ოდესმე მივლია. აქ ყოველთვის მეგობრული და მყუდრო გარემოა. პედაგოგებზე ხომ საუბარი, რა თქმა უნდა, ზედმეტია. თითოეული მასწავლებელი თავისი საქმის პროფესიონალია, თუმცა განსაკუთრებით გამოვარჩევდი ჩემს ნანა და ირმა მასწავლებლებს, რომლებიც მუდამ ახალ-ახალ საინტერესო დავალებებს მაძლევენ და სინქრონული სწავლის მეთოდით მეხმარებიან ენის კიდევ უფრო უკეთ ათვისებაში.