შესვლა და თანხმობა

გმადლობთ, რომ ეწვიეთ GAIholding.com.ge. წინამდებარე გამოყენების წესები და პირობები („პირობები“) არეგულირებს თქვენს წვდომას ვებგვერდზე და მის გამოყენებას. ვებგვერდის გამოყენებამდე გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წესებს და დაგვიკავშირდეთ კითხვების არსებობის შემთხვევაში. ვებგვერდზე შესვლით და მისი გამოყენებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით, გაიგეთ და ეთანხმებით მოცემულ პირობებს.

ზოგადი ინფორმაცია

ვებგვერდი ეკუთვნის და იმართება შპს გოგა ასკურავას ენების ცენტრის (შემდეგში „კომპანია“) მიერ.
კომპანია ახორციელებს უცხო ენების სწავლების პროგრამებს, მათ შორის –  საკლასო და ონლაინ ფორმატში.
ვებგვერდი განკუთვნილია მომხმარებლებისთვის, რომლებსაც სურთ მიიღონ ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის, კურსებისა და გადახდის პირობების შესახებ.

პირობების მიღება და ცვლილება

კომპანია იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს განაახლოს ვებგვერდის გამოყენების პირობები წინასწარი შეტყობინების გარეშე.

განახლებული ვერსია გამოქვეყნდება ვებგვერდზე და მისი გამოყენება განახლების შემდეგ, ნიშნავს თქვენს თანხმობას ახალ პირობებზე.

საკუთრების უფლება

ვებგვერდზე განთავსებული ყოველი ტექსტი, სურათი, გრაფიკა, ლოგო და სხვა მასალა წარმოადგენს ჩვენი კომპანიის საკუთრებას ან გამოყენებულია შესაბამისი ნებართვით.

ამ მასალის კოპირება, გავრცელება, რედაქტირება, ან კომერციული გამოყენება დაუშვებელია ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

ვებგვერდის გამოყენება

ვებგვერდის გამოყენებისას, გეკისრებათ ვალდებულება:

არ დაარღვიო მოქმედი კანონმდებლობა;

არ განათავსოთ ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია;

არ მოახდინოთ ვებგვერდის სისტემური დარღვევა, მონაცემთა შეგროვება ან/და ვირუსული კოდის ჩასმა;

არ გამოიყენოთ ვებგვერდი თაღლითური ან უკანონო მიზნებისთვის.

კომპანია იტოვებს უფლებას, დაბლოკოს ან შეზღუდოს მომხმარებლის წვდომა საიტზე, ზემოაღნიშნული პირობების დარღვევის შემთხვევაში.

ონლაინ გადახდები

გადახდის პროცესი

ვებგვერდზე შესაძლებელია კომპანიის სერვისების ონლაინ გადახდა.

ონლაინ გადახდა ხორციელდება საიტზე ხელმისაწვდომი უსაფრთხო გადახდის სისტემის (ბანკის ან გადახდის პლატფორმის) მეშვეობით.

გადახდისას მომხმარებელი ვალდებულია შეიყვანოს ზუსტი ინფორმაცია.

წარმატებული ტრანზაქციის შემდეგ გადახდის დადასტურება იგზავნება თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ან ტელეფონზე.

ყველა ფასი მითითებულია საქართველოს ლარში (GEL), თუ სხვა არ არის მითითებული.

უსაფრთხოება და მონაცემთა დაცვა

ყველა გადახდა ხორციელდება უსაფრთხო, დაშიფრული არხით (SSL ტექნოლოგიით).

კომპანია არ ინახავს მომხმარებლის  საბანკო ან/და ბარათის მონაცემებს.

გადახდისას მოწოდებული ინფორმაცია მუშავდება მხოლოდ ტრანზაქციის განხორციელების მიზნით და დაცულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

თანხის დაბრუნება

გადახდილი თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სერვისის მიწოდება არ განხორციელდა კომპანიის პასუხისმგებლობით (მაგ: ჯგუფის გაუქმება, პროგრამის შეჩერება და ა.შ).

დაბრუნება ხორციელდება იმავე არხით, რომლითაც მოხდა გადახდა, საბანკო ან გადახდის პლატფორმის წესით დადგენილ ვადებში.

მომხმარებლის მხრიდან საკუთარი გადაწყვეტილებით სერვისის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, გადახდილი თანხის დაბრუნება ან გადატანა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი შიდა პოლიტიკის შესაბამისად. ამგვარ ვითარებაში, დამატებითი ინფორმაციისთვის უკავშირდებით კომპანიის წარმომადგენელს სატელეფონო ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება გარდა განსაკუთრებული გარემოებებისა, რისი შეფასებაც, წარმოადგენს კომპანიის დისკრეციას.

გადახდის ცვლილება ან გაუქმება

მომხმარებელს შეუძლია შეცვალოს ან გააუქმოს გადახდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტრანზაქცია ჯერ არ დასრულებულა.

დასრულებული ტრანზაქციის გაუქმება ტექნიკურად შეუძლებელია.

ფასები და ცვლილებები

კურსებისა და მომსახურეობის ფასები მითითებულია საიტზე და შესაძლოა შეიცვალოს წინასწარი შეტყობინების გარეშე.

უკვე შესრულებულ ტრანზაქციაზე ფასის ცვლილება არ ვრცელდება.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე მხარის გადახდის სისტემების შეფერხებებზე ან ტექნიკურ ხარვეზებზე.

მომხმარებელი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ იყენებს საკუთარ ბარათს და შესაბამისს ანგარიშს.

არასწორად შეყვანილი მონაცემების ან მომხმარებლის მხრიდან დაუდევრობის შემთხვევაში, კომპანია არ აგებს პასუხს გადახდის გაუქმებაზე ან თანხის დაკარგვაზე.

სამართლებრივი საფუძველი

ეს პირობები ექვემდებარება და მათზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა.

ყველა შესაძლო დავა, რაც ამ პირობებთ ან ან ვებგვერდის გამოყენებასთან იქნება დაკავშირებული, გადაწყდება საქართველოს სასამართლოში, თბილისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქციის პარგლებში.

საკონტაქტო ინფორმაცია

ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში ზემოაღნიშნულ პირობებთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

შპს გოგა ასკურავას ენების ცენტრი

მისამართი: კოკა კლდიაშვილის 1

ტელეფონი: +995 551 982 010 ელ.ფოსტა: info@gaiholding.com.ge