სასწავლო ცენტრში სწავლებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საკომუნიკაციო უნარების განვითარებას, რაც ხელს უწყობს მსმენელთა თვითდაჯერებულობას ინგლისურად მეტყველებისას და მთავარი უნარების (მეტყველება, მოსმენა, კითხვა და წერა) ეფექტიანად დაუფლებას.
სასწავლო ცენტრის მთავარი მიზანია მაქსიმალურად დაჩქარდეს ინგლისური ენის შესწავლა; სწავლების ხანგრძლივობა 4-დან 6-თვემდეა; გამოიყენება სწავლების უნიკალური მეთოდი, რომელიც სინქრონულ თარგმნას ემყარება.
სწავლების განსხვავებული და უნიკალური მეთოდიკა გულისხმობს სინქრონული აპარატურის გამოყენებას სასწავლო პროცესში.
ჩვენი მეთოდოლოგიის გათვალისწინებით, მსმენელს არ უწევს ტექსტის დაზეპირება, ისინი სინქრონული აპარატურის გამოყენებით თარგმნიან აღნიშნულს. მსმენელმა რომ შეძლოს ტექსტის სინქრონული თარგმნის მეთოდით ჩაბარება, ამისთვის – ტექსტი საფუძვლიანად უნდა ქონდეს გარჩეული, შესწავლილი ყველა მისთვის უცნობი სიტყვა და წინადადების წყობა. ეს ყოველივე კი უზრუნველყოფს გააზრებულად შეისწავლო უცხო ენა და მიღებული ცოდნა წარმატებით გამოიყენო პრაქტიკაში.
ინგლისური ენის სინქრონული თარგმნის მეთოდოლოგიით შესწავლისას მსმენელები სიტყვათა მარაგს 3-4 ჯერ უფრო სწრაფად იმდიდრებენ , უადვილდებათ წინადადების აწყობა და შინაარსის გამოტანა ნებისმიერი თემატიკის ტექსტიდან.
ბევრის აზრი მოგვისმენია- „იმისთვის რომ დაეუფლო სრულყოფილად უცხო ენას ამისთვის აუცილებელია საზღვარგარეთ სწავლა“. უცხოეთში წასული ადამიანი ხვდება იმ გარემოში სადაც მას უწევს კომფორტის ზონიდან გამოსვლა, ექმნება ის გამოუვალი სიტუაცია, სადაც იძულებულია დაიწყოს საუბარი უცხო ენაზე.
ჩვენი მეთოდი რაც სინქრონული აპარატურის თანხლებით სწავლებას გულისხმობს, სწორედ მსგავსი გამოუვალი მდგომარეობის შექმნაა ხელოვნურად, გექმნებათ ის გარემო სადაც მაქსიმალურად მობილიზებული ხდებით რომ დაიჭიროთ და გაიგოთ მოსაუბრის ყოველი სიტყვა და შესაბამისად გამოიტანოთ წინადადების აზრი.
მსმნელებს ეძლევათ საშუალება მოსინჯონ, თავად დარწმუნდნენ და მიიღონ ის შედეგი რა მოლოდინითაც მოვლენ ჩვენ ცენტრში.
ჩვენი ცენტრის სასწავლო პროცესში პედაგოგები იყენებენ ბ-ნ გოგა ასკურავას გრამატიკის გამარტივებულ სახელმძღვანელოს და სავარჯიშო რვეულს, რომელიც შედგენილია წლების განმავლობაში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
სასწავლო ცენტრში მოქმედებს როგორც ინდივიდუალური,ასევე ჯგუფური სწავლება,სადაც მსმენელები მიიღებიან გასაუბრებისა და ტესტირების საფუძველზე.