სინქრონული თარგმნა
სინქრონული თარგმანი – ზეპირი თარგმნის ნაირსახეობა, რომელიც გულისხმობს თარგმანს ერთდროულად (სინქრონულად) ორატორთან ერთად.
სინქრონული თარგმნის უპირატესობები
- გამომსვლელის (ორატორის) სიტყვა ისმის უწყვეტად. ეს ეხმარება გამომსვლელს შეინარჩუნოს აუდიტორიის ყურადღება, იგრძნოს მსმენელის განწყობა და რეაქცია.
- ღონისძიების ჩატარების დრო მცირდება დაახლოებით ორჯერ თანამიმდევრულ თარგმანთან შედარებით
- მონაწილეთა კომფორტი: უცხო ენების ფლობა დღეს არაა იშვიათობა, ამიტომ ბევრ მონაწილეს ურჩევნია პრეზენტაცია / მოხსენება მოისმინოს ორიგინალ ენაზე და მათ აღიზიანებთ, როცა თანამიმდევრული თარგმანის დროს გამომსვლელი ჩერდება და ყველა უსმენს თარგმანს.
- საშუალება, რომ ღონისძიება ერთდროულად ითარგმნოს რამდენიმე ენაზე
- იზრდება მიმდინარე ღონისძიების მნიშვნელობა
სინქრონული თარგმანის უარყოფითი მხარე
- სინქრონული თარგმნის ღირებულება გაცილებით ძვირია, ვიდრე თანამიმდევრული თარგმანი და ასევე ემატება შესაბამისი აპარატურის ღირებულებაც
- აუცილებლობა მოიძიო მინიმუმ ორი თარჯიმან-სინქრონისტი, რომელიც ერთნაირად კარგად ფლობს მიმდინარე ღონისძიების თემატიკას მოთხოვნილ ენაზე.
სინქრნული თარგმნის დროს აზრობრივი დანაკარგის ხარისხი შესაძლოა იყოს უფრო მაღალი ვიდრე თანამიმდევრული ტარგმნის დროს. ეს აიხსნება ძირითადად გამომსვლელის საუბრის ტემპით, რომელიც ვერ ან არ ამჩნევს, რომ მისი სიტყვა ითარგმნება უცხო ენაზე რეალურ დროში. ნორმალური ტემპის შემთხვევაში კვაიფიციური თარჯიმანი არ უშვებს აზრობრივ დანაკარგს დაშვებული ნორმის ზევით.