კურსის აღწერა

თუ ინგლისურ ენას ფლობთ  C1 დონეზე და გსურთ თქვენი ცოდნა გამოსცადოთ თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და შემოსავლიან თარჯიმან სინქრონისტის  პროფესიაში, თანმიმდევრული და სინქრონული თარგმანის კურსი თქვენთვისაა.

სხვა უპირატესობებთან ერთად, კონკურენტებისგან სწორედ თანმიმდევრული და სინქრონული თარგმანის კურსი გამოგვარჩევს. კურსის ხელმძღვანელი, მოქმედი მთარგმნელ-სინქრონისტი გოგა ასკურავა უკვე 25 წელია დარგის წამყვანი სპეციალისტია ლოკალურ და საერთაშორისო ბაზარზე.

კურსი განკუთვნილია ნებისმიერი ასაკის როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტებისთვის და მის მთავარ უპირატესობა, გოგა ასკურავას  გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებაა.

კურსზე შეისწავლით თანმიმდევრული და სინქრონული თარგმანისთვის აუცილებელ თეორიულ მასალას, რომელთაც ჩვენს სპეციალისტებთან ერთად პრაქტიკაში გამოცდით.

თუ ენას არა ფლობთ C1 დონეზე და თქვენი ცოდნა B2+ დონით განისაზღვრება, ჩვენ საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ თანმიმდევრული და სინქრონული თარგმანის კურსის მოსამზადებელი ეტაპები, გაიაროთ და გაიუმჯობესოთ ენის ცოდნა C1 დონემდე, რათა შემდგომში შეძლოთ დაეუფლოთ თარჯიმან სინქრონისტის  პროფესიას.

კურსზე სტუდენტები მიიღებიან ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე. თქვენს მიერ შერჩეული კურსის სილაბუსის მისაღებად, მოგვწერეთ საინფორმაციო არხების საშუალებით.