ჩვენ შესახებ

გოგა ასკურავა

1991 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი.

1990 წელს კვალიფიკაციის ასამაღლებლად იმყოფებოდა ოქსფორდის უნივერსიტეტში.

1993-1999 წლებში მუშაობდა სახელმწიფო სტრუქტურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში; აქვს კერძო პედაგოგიური საქმიანობის 22- წლიანი გამოცდილება.

1995 წლიდან დღემდე – მოქმედი თარჯიმან-სინქრონისტია.

1995 წელს მოღვაწეობას იწყებს ინგლისური ენის პედაგოგად და აფუძნებს საკუთარ კომპანიას; ამავდროულად მუშაობს ინგლისური ენის შესწავლის უნიკალურ მეთოდზე, რომელიც სინქრონულ თარგმანს ემყარება.

2010 წელს მაღალი კონკურენციის პირობებში კომპანია იგებს TAEX/IBF ტენდერს.

2013 წელს გაფართოების მიზნით ქმნის ახალ კომპანიას; კომპანიაში, მოთხოვნიდან გამომდინარე, ინვესტიციები იდება სინქრონული თარგმნის აპარატურის შესაძენად. აპარატურა საშუალებას გვაძლევს მომხმარებელს შევთავაზოთ კონფერენციების მომსახურების სრული პაკეტი, კერძოდ: მასალებისა და პრეზენტაციების წერილობითი თარგმანი, უშუალოდ კონფერენციის სინქრონული თუ თანმიმდევრული თარგმანი, სინქრონული თარგმნის აპარატურით მომსახურება.

2014 წელს კომპანია ხდება ჩინეთის უმსხვილესი სინქრონული თარგმნისა და გახმოვანების აპარატურის მწარმოებელი კორპორაციის – GONSIN Conference Equipment Co – პარტნიორი.

2014-2016 წლებში კომპანია აქტიურადაა ჩართული საქართველოსა თუ უცხოეთში დაგეგმილ კონფერენციებში; წარმატებით მონაწილეობს საერთაშორისო და ადგილობრივ ტენდერებში; შედეგად დადებულია გრძელვადიანი ხელშეკრულებები სხვადასხვა ორგანიზაციასთან, როგორც საქართველოში, ისე ევროპასა და ამერიკაში; აფართოებს სასწავლო ცენტრს; ქ-ნი თ. ხუფენიას მხარდაჭერით, ხსნის პირველ ფილიალს ქ. ზუგდიდში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში; ფილიალს მალევე ხსნის ქ. ბათუმშიც.

2003 წ. აფუძნებს ინგლისური ენის შემსწავლელ ცენტრს და ასევე აფართოებს მოღვაწეობის სფეროს.  კომპანიაში მუშაობას იწყებს მოქმედი თარჯიმნები. ემატება წერილობითი და ზეპირი თარგმნით მომსახურება საქართველოში მოთხოვნად ყველა ენაზე.

2003-2012 წ.წ. კომპანიის მომსახურებით სარგებლობს, როგორც სახელმწიფო სტრუქტურები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები. გოგა ასკურვა და კომპანიის სხვა თარჯიმნები  აქტიურ მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე ისეთი ორგანიზაციების ეგიდით, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, გამოძიების ფედერალური ბიურო, ევროკავშირი და ა.შ. თანამშრომლობს საერთაშორისო პროექტებთან და ყველა არსებულ ტელეკომპანიასთან. თავად გოგა ასკურავა ახორციელებს პირდაპირ ეთერში სინქრონულ თარგმანს – ფართოდ აშუქებდა მოვლენებს რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში. 

2016 წელს კომპანია ხდება საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატისა (ICC) და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის (GEA) წევრი.

სტატისტიკური რანჟირების შედეგების თანახმად, საქართველოს „იმპორტიორი“  სახელდება ვერცხლის მედლის მფლობელად.

დაარსდა „საქართველო სინქრონისტ-თარჯიმანთა ასოციაცია“, რომელშიც გაერთიანდნენ მოქმედი თარჯიმნები.

დაიწყო ჩინეთისა და ინდოეთის პროექტები, რომლებიც მოიცავენ უკვე აქტიურ და წარმატებულ ყველა მომსახურებას.

ფილიალებს ემატება ქ. ქუთაისი, ქ. გორი და ქ. რუსთავი.

2017 წელს იქმნება გოგა ასკურავას საერთაშორისო ჰოლდინგი, რომელიც აერთიანებს 5 კომპანიას.