სინქრონული თარგმნის აპარატურა

სინქრონული თარგმნის აპარატურა

სინქრონული თარგმნის აპარატურა საშუალებას იძლევა თარგმანი შესრულდეს გამომსვლელის მოხსენების პარალელურად, რამდენიმე წამის დაყოვნებით. მომხსენებელს არ სჭირდება პაუზების გაკეთება იმისათვის, რომ თარჯიმანმა თარგმნოს მისი გამოსვლა ფრაგმენტებად. თარჯიმან-სინქრონისტი მუშაობს ჯიხურში, სადაც ხმის იზოლაცია დაცულია ყურსასმენით. შესაბამისად, თარჯიმნის ხმა არ ფარავს ორატორის ხმას და ხელს არ უშლის აუდიტორიას მოსმენაში. აუდიტორია თარგმანს უსმენს სპეციალური მიმღების საშუალებით, რომელზეც მიერთებულია ყურსასმენი. სინქრონული თარგმნა აუცილებელია, თუ ღონისძიების სამუშაო ენა ორზე მეტია. გარდა ამისა, სინქრონული თარგმნა ღონისძიების მაღალი სტატუსის მაჩვენებელია.

აპარატურა

სინქრონული თარგმნის სისტემა, ზოგადად, ეფუძნება ენების არხებად დაყოფას. კერძოდ, იძლევა შესაძლებლობას, რომ ღონისძიების სხვადასხვა მონაწილემ ესა თუ ის გამოსვლა თუ განხილვა მოისმინოს სხვადასხვა ენაზე ერთსა და იმავე დროს. სინქრონული თარგმნის მიმღები აღჭურვილია არხების სელექტორით; მონაწილე ირჩევს მისთვის მისაღებ ენას და ისმენს ყველა გამოსვლას ერთ არხზე.

სისტემის შემადგენლობა:

  • ძირითადი მართვის პულტი
  • თარჯიმნის პულტი მიკროფონით და ყურსასმენებით
  • თარჯიმნის ჯიხური
  • ინფრაწითელი გარდამქმნელი (რადიატორი)
  • სინქრონული თარგმნის მიმღებები ყურსასმენებით კომპლექტში

აპარატურის შეკვეთა

შემკვეთმა, რომლის წინაშეც დგას ამოცანა, აირჩიოს მომწოდებელი, სინქრონული თარგმნის აპარატურის პროვაიდერი ან მიიღოს კომპლექსური გადაწყვეტილება სინქრონულ თარგმნასთან დაკავშირებით, საჭიროა, იცოდეს:

  • სინქრონული თარგმნის აპარატურა აუცილებლად უნდა იყოს პროფესიონალური. სინქრონული თარგმნის პროფესიონალური აპარატურის მომწოდებელი ბევრი არ არის მსოფლიოში.
  • სინქრონული თარგმნის აპარატურა ყოველთვის მუშაობს გახმოვანების აპარატურასთან ერთად. სისტემაში სიგნალი შედის მიქშერის საშუალებით. ამიტომაც გახმოვანებისა და სინქრონის შეკვეთა აუცილებელია ერთსა და იმავე მომწოდებელთან.
  • თარჯიმან-სინქრონისტი აირჩიეთ რეკომენდაციით, ისე როგორც ირჩევენ ექიმს ან ადვოკატს. მაღალკვალიფიციური სპეციალისტები რეკლამას არ საჭიროებენ!
  • სინქრონის აპარატურის შეკვეთისას, უმჯობესია, კონსულტაცია გაიაროთ სინქრონისტთან, თუ უკვე არჩეული გყავთ ის; გაითვალისწინეთ მისი აზრი, ვინაიდან მას მოუწევს ამ აპარატურით მუშაობა.

რაც არ უნდა იყოს

მაღალხარისხიანი პროფესიონალური აპარატურის ღირებულება, თუნდაც ყველაზე პატარა დარბაზისთვის, განისაზღვრება ათასობით ევროთი. გარდა ამისა, აპარატურას აქვს მომსახურების ვადა; იგი მუდმივად საჭიროებს განახლებას. გარდა ინვესტირებისა, არსებობს საოპერაციო ხარჯებიც. კომპანია, რომელიც პატივს სცემს თავის კლიენტებს და საკუთარ თავს, არ გააკეთებს ეკონომიას სახარჯი მასალის, აპარატურის განახლებისა და, რაც მთავარია, ხარისხიანი მომსახურების – ტექნიკური პერსონალის ხარჯზე. ყოველივე ეს ღონისძიების მაღალი ხარისხით წარმართვისა და კლიენტის კმაყოფილების გარანტიას იძლევა.

ჩვენი ჰოლდინგის პარტნიორია ჩინეთის უმსხვილესი სინქრონული თარგმნისა და გახმოვანების აპარატურის მწარმოებელი კორპორაცია “GONSIN Conference Equipment Co”.

კომპანია GONSIN დაარსდა 2003 წელს და ლიდერია საკონფერენციო დიგიტალური სისტემების წარმოებაში. კომპანია GONSIN-ს მიღებული აქვს ISO 9001:2008, CE, FCC და CCC სერტიფიკატები ხარისხიანი მენეჯმენტის სისტემასა და მათ მიერ წარმოებული პროდუქტის ხარისხში. მათი აპარატურით აღჭურვილია ევროპისა და ამერიკის წამყვანი ორგანიზაციები.